13 წლის ბიჭი თბილისის მერს გზებზე უსაფრთხოების მუსიკალური ნიშნების მოწყობას სთავაზობს

პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი 13 წლის ალექსანდრე ხუნძაკიშვილი თბილისის მერიას გზებზე უსაფრთხოების მუსიკალური ნიშნების მოწყობის იდეით მიმართავს.

შეთავაზება მერიის გვერდზე გამოქვეყნდა.

„გზებზე და ტრასებზე მრავლად არის ყვითელი საღებავის ჰორიზონტალური ზოლები, რომლებიც გამოყენებულია უსაფრთხოების მიზნით. როდესაც ავტომობილი ამ ზოლზე გადადის, იგი გამოსცემს გარკვეულ ვიბრაციას და ეს ვიბრაციები მივამსგავსე ნოტებს. შესაბამისად, ჩემი იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სიგრძის, სხვადასხვა რაოდენობის, სიმკვრივის ზოლები შეუსაბამოთ ნოტებს და როდესაც ავტომობილები გაივლიან ამ ზოლებზე გარკვეული სიჩქარით, უსაფრთხოების ზოლები გამოსცემენ მელოდიას.

ეს პროექტი ძალზე სახალისო, დასამახსოვრებელი და ამავდროულად, უსაფრთხო იქნება, რადგან, თუ ავტომობილი მითითებულ სიჩქარეზე არ გაივლის, (რაც გამაფრთხილებელ საგზაო ნიშანზე იქნება) მასში მყოფი მგზავრები მელოდიას ვერ გაიგებენ.

იდეის ავტორის თქმით,  აეროპორტის ტრასაზე შეიძლება გაკეთდეს „თბილისოს” მელოდია. ეს მელოდია სტუმრებისთვის დასამახსოვრებელი იქნება. მელოდიის შერჩევაში, მისი ნოტებად გადმოტანაში და ზოლების ტესტირებაში თავადაც მიიღებს მონაწილეობას.

პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში რამდენიმე შეთავაზება განიხილება, მათ შორისაა გიგანტურ ბორბალზე საათის დამონტაჟების იდეა. კალაძის თქმით, პროექტით ორი კომპანიაა დაინტერესებული.

„გარდა ამისა, სულ მალე დედაქალაქში ვიხილავთ ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს და ასევე ნარცენების მართვის მიმართულებით, ამ ორივე პროექტს განვახორციელებთ, რომელიც იყო ვებგვერდზე შემოსული“, – განაცხადა კალაძემ.

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: