მძღოლმა აქციაზე საწვავი გადაისხა

თბილისში, ხორბლის გადამზიდავების პროტესტი გრძელდება.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და ბენზინი გადაისხა, მაგრამ ცეცხლი არ მოეკიდა და დაზიანებები ჯოხით მიიყენა.

აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

ხორბლის გადამზიდავების აქცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და ისინი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათი პროტესტი ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ხორბლის სახმელეთო გზით ტრანსპორტირება იკრძალება.

10 სექტემბერს აქციის მონაწილეებს, მინისტრი შეხვდა, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მუშაობის საშუალება წლის ბოლომდე მიეცემათ, რაზედაც გაფიცულები არ თანმხდებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული