უმრავლესობის ლიდერი პატრიარქის განცხადებას იწონებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, პატრიარქმა დროული განცხადება გააკეთა.

„ყოველთვის და ახლაც პატრიარქის პოზიცია ძალიან დროულია და ზუსტად შეესაბამება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც ჩვენი სახელმწიფოა დაფუძნებული. ამ შემთხვევაში, პატრიარქის განცხადება ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებას გამოხატავს. მივესალმებით, რომ პატრიარქმა ეს განცხადება გააკეთა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული