Facebook-მა მაჭანკლის სერვისის ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყო

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ Facebook-მა მაჭანკლის სერვისის ფართომასშტაბიანი ტესტირება კოლუმბიაში დღეს დაიწყო. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაჭანკლის ახალი ფუნქციით, რომელიც Facebook-ის აპლიკაციაშია ინტეგრირებული სოცქსელი ყველასთვის კარგად ცნობილი Tinder-ისთვის გეგმავს კონკურენციის გაწევას.

მანამდე თუ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Facebook-ი ამისთვის ცალკე აპლიკაციას შექმნიდა ახლა ვარკვევთ, რომ ეს ასე არ იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლები ამ სერვისით სარგებლობას გადაწყვეტენ მაინც მოუწევთ ახალი ექანუთი დაარეგისტრირონ.

მანჭანკლის ფუნქციით  სარგებლობა 18 წელზე ზემოთ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამისთვის მომხმარებელმა რეგისტრაციისას 20 შეკითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, რათა პოტენციურ მეორე ნახევარს მასზე ზოგადი წარმოდგენა შეექმნას.

მომხმარებლებს თავის ექაუნთზე 9 ფოტოს განთავსება შეუძლიათ. მაჭანკლის ფუნქცია ვიზუალურად სხვა მსგავსი სერვისს არ ჰგავს.

ჯერ უცნობია თუ როდის გახდება მაჭანკლის სერვისი საქართველოში ხელმისაწვდომი, თუმცა ცნობილია, რომ ახალი ფუნქციით სარგებლობას ნელ-ნელა სხვა ქვეყნებიც შეძლებენ.

Facebook-მა მაჭანკლის სერვისის შესახებ ინფორმაცია პირველად კალიფორნიაში, F8 კონფერენციაზე მაისში გაჟღერა.

Facebook Comments

ახალი დადებული

<