ბორნის ჩაძირვის შედეგად ტბაში, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიხრჩო

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში ბორნის ჩაძირვის დროს, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიხრჩო.

მედიის ინფორმაციით, გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჟამად 37 ადამიანია გადარჩენილი, მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

უკერევეს ოლქის ხელმძღვანელმა ჯორჯ ნიამახამ განაცხადა, რომ ბორანს ასობით მგზავრი გადაჰყავდა. გარდა ამისა, ბორტი სიმინდისა და ცემენტის ტომრებით იყო დატვირთული.

ბორნის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Facebook Comments

ახალი დადებული