მამუკა ბახტაძე მაიკ პომპეოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა სტრატეგიული მიმართულება

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების მიმართ. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და უფრო მეტი ამერიკული კომპანიის ჩართულობას ჩვენს რეგიონში“,-განაცხადა მან.

 

Facebook Comments

ახალი დადებული