მეცნიერები -ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი რვაფეხები ადამიანების მსგავსად იქცევიან

მარტოობოს მოყვარული რვაფეხები ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ  მეგობრულები და ურთიერთობას მოწყურებულნი  ხდებიან. ასეთია ბალტიმორელი ნევროლოგების ექსპერიმენტის შედეგები, რომლებიც 20 სექტემბერს ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა. 

ექსპერიმენტი 4 რვაფეხაზე ჩაატარეს, მათგან 2 მამალი იყო და 2  დედალი. მეცნიერებმა ისინი 10 წუთით მოათავსეს წყალში, რომელში ექსტაზი იყო გახსნილი. შემდეგ თითოეული მათგანი მოათავსეს ვოლიერში, რომელსაც სამი განყოფილება ქონდა. ერთი ცარიელი იყო, მეორეში სათამაშო რვაფეხა, მესამეში კი, ნამდვილი იყო მოთავსებული. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი რვაფეხები ინტერესს იჩენდნენ პარტნიორების მიმართ,  ცდილობდნენ გალიიდან გაეყოთ საცეცები და შემოხვეოდნენ.

„ეს ძალიან ჰგავს ექსტაზის ქვეშ მყოფი ადამიანების რეაქციას, ისინიც ცდილობენ ერთმანეთს ხშირად შეეხონ“,-განუცხადა ჟურნალისტს ნევროლოგიის პროფესორის ასისტენტმა.

ამასთან, ცნობილი ფაქტია, რომ რვაფეხებს მარტოობა უყვართ.

აღნიშნული ცდები შესაძლოა, მეცნიერებს ადამიანის ტვინის შესწავლისას გაამოადგეთ. ექსპერიმნეტებით შეიძლება დადგინდეს, თუ რამდენად ეფექტურია ექსტაზი ფსიზიკური მოშლილობის სამკურნალოდ.

მეცნიერები ას წელზე მეტია ექსპერიმენტებისთვის იყენებენ ადამიანისა და რვაფეხას ტვინის მსგავსებას. რიგ ქვეყნებში სპეციალური კანონიც არსებობს, რომელიც მსგავს ექსპერიმენტებს არეგულირებს. მაგალითად, ავსტრალიის ზოგ შტატში, ახალ ზელანდიასა და ევროკავშირში რვაფეხებზე ექსპერიმენტი მხოლოდ ნარკოზის ქვეშ შეიძლება ჩატარდეს.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული