ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი ვრცელდება. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ჩანაწერის მიხედვით, ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული აუდიოჩანაწერებით, ასევე ამ ჩანაწერითაც პროკურატურა დაინტერესდება.

„გამოძიება ამ აუდიოჩანაწერითაც დაინტერესდება, თუმცა გეტყვით, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ და დღეს გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში, დაწყებული გამოძიების ფარგლებში განიხილება,“ -აცხადებენ პროკურატურის პრესსამსახურში.

Facebook Comments

ახალი დადებული