მაია ორჯონიკიძე – კობა დავითაშვილს იმ მეორე ფეხითაც დავაკოჭლებდი, თანაც ლაივში

ტელეკომპანია პირველის ეთერში, კობა დავითაშვილთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მაია ორჯონიკიძემ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა.

“ჩემზე გამოიწია ამ მექრთამემ, ნეტავ მოსულიყო ახლოს! ეგ მე ცუდად მიცნობს-იმ მეორე ფეხითაც დავაკოჭლებდი,თანაც ლაივში!”– წერს მაია ორჯონიკიძე.

შეგახსენებთ, ტვ-პირველის ეთერში დღეს, მაია ორჯონიკიძესა და კობა დავითაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მაია ორჯონიკიძემ კობა დავითაშვილს სულით ავადმყოფი უწოდა, კობა დავითაშვილმა კი ორჯონიკიძეს იმ პარტიის წარმომადგენელი უწოდა, რომელიც ადამიანებს აწამებდა, აუპატიურებდა, ვიდეოს უღებდა და შემდეგ აშანტაჟებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული