პოლონელებმა ქვეყნის პრემიერის ფოტო ერის შეურაცხყოფად მიიღეს

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერისას გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ფოტოზე  დუდას პოზა  დამამცირებლად მიიჩნიეს, მათი აზრით, პრეზიდენტმა საკუთარ თავთან ერთად, ქვეყანას მიაყენა შეურაცხყოფა.

სოციალური ქსელების განხრით მენეჯერმა, ივან შილომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტო პირველმა გამოაქვეყნა და დააწერა: „მარცხნივ-პოლონეთის პრეზიდენტია“.

პოლონურმა ტელეკომპანია Belsat-მა მიზეზის ახსნის გარეშე თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა და ყველანაირ სამუშაო ჩათზე დაშვება გაუუქმა. ამის შესახებ შილომ სოციალურ ქსელში დაწერა და დასძინა, რომ ამაზე დაწვრილებით სხვა დროს დაწერს. „ან იქნებ არც დავწერო, მაგრამ სიტუაცია-ჭაობია“,-განაცხადა მან.

ამის შემდეგ ფოტომ ვირუსული პოპულარობა მოიპოვა, პოლონელებმა თავიანთი ლიდერის დაცინვა დაიწყეს და ბრალი დასდეს საკუთარი თავის უპატივცემულობაში. მაგალითად კი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ტრამპის შეხვედრა გაიხსენეს, როდესაც ხელშეკრულების ხელმოწერისას ორივე ლიდერი მაგიდასთან იჯდა.

 

 

 

Facebook Comments
%d bloggers like this: