,,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “კომპოზიტორთა სახლში” ხდება მსგავსი გარყვნილობები”

September 29, 2004. Tijuana, Mex. Lorena, a "mujer alegre" or woman of joy, looks for customers on the infamous Coahuila Street in the Zona Norte red light district. Tijuana officials want to restrict prostitutes from the sidewalks saying they don't fit into street beautification plans. Lorena and hundreds of others marched on city hall, convincing officials to allow them back on the newly paved faux flagstone streets.

პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე ძალოვანებს დავით აღმაშენებლის გამზირზე განლაგებულ ბარებსა და სხვა დაწესებულებებში არსებული სიტუაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ირწმუნება, რომ გამზირი „ოკუპირებული” აქვთ ერაყელებს, სირიელებს, აფრიკელებს, არაბებს, თურქებს და ისინი არასრულწლოვან ქართველ გოგონებს პროსტიტუციაში აბამენ. მისი მტკიცებით, ე.წ. ჩილიმ-ბარებში თავისუფლად იყიდება ნარკოტიკები. იმასაც ამბობს, რომ “კომპოზიტორთა სახლის” პირველ სართულზე ბორდელია გახსნილი, სადაც 16-17 წლის გოგონები პროსტიტუციაში არიან ჩაბმულნი. ამ თემაზე ჟურნალი “გზა” სტატიას აქვეყნებს.

სანდრო ბრეგაძე: „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “კომპოზიტორთა სახლში” ხდება მსგავსი გარყვნილობები, ვფიქრობ, ამისთვის იქაური ხელმძღვანელობა პასუხისგებაში უნდა მიეცეს. შენობის პირველი სართული ღამის კლუბს დაუთმეს, იქ ქართველ მამაკაცებს შესვლა აკრძალული აქვთ და ქართველი არასრულწლოვანი ბავშვების სხეულით ვაჭრობა ხდება, პოლიციის განყოფილებიდან 50 მეტრში. ასეთი კლუბი კარგა ხანია, ვარდების მოედნის ქვეშაც ფუნქციონირებს, იგი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა და იქაურობას ხელისუფლების მაღალჩინოსნების ცოლები აკონტროლებდნენ. ახლაც იგივე გრძელდება. იქაც ქართველი მამაკაცებისთვის შესვლა აკრძალულია“, – აცხადებს ჟურნალ „გზასთან“ სანდრო ბრეგაძე.

წყარო: ჟურნალი „გზა“

Facebook Comments

ახალი დადებული