საბურთალოს ქუჩის მოსახლეობა კლდის ჩამოშლას მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას უკავშირებს

საბურთალოს ქუჩის მოსახლეობა კლდის ჩამოშლასა და მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივები განმარტავენ, რომ კლდის ჩამონგრევა საფრთხეს მიმდებარე მრავალსართულიან ნაგებობებსა და პირველ ექსპერიმენტულ სკოლას შეუქმნის. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ტერიტორია, სადაც სამუშაოების დროს კლდე ჩამოიშალა, მეწყერსაშიშ ზონაშია.

მოსახლეობა თბილისის მერს, მათი თქმით, უკანონო მშენებლობის შეჩერებას სთხოვს. ადგილობრივები თავისი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით აპირებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული