ღვინის ეროვნული სააგენტოს დღეიდან ლევან მეხუზლა უხელმძღვანელებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს დღეიდან ლევან მეხუზლა უხელმძღვანელებს.

როგორც „Business Time”-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ლევან მეხუზლა 2018 წლის 1 აპრილიდან სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დაინიშნა, დღეიდან კი იგი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

ლევან მეხუზლამ 1997 წელს საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ინჟინერ–ტექნოლოგის, ტექნოლოგიისა და მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი დაამთავრა. 2010 წელს კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი დაიცვა.

ლევან მეხუზლა 1997-2003 წლებში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში ხარისხის კონტროლის უფროსად მუშაობდა.

2003 – 2007 წლებში კი  ს/ს ბაგრატიონი-ში წარმოების უფროსი იყო.

2007 წელს მან მუშაობა ღვინის ეროვნულ სააგენტოში სადეგუსტაციო კომისიის თამჯდომარის მოადგილედ დაიწყო და ამ პოზიციაზე 2013 წლამდე იყო.

ამის შემდეგ 2015 წლამდე იგი სააგენტოში ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

2015-2018 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში ლევან მეხუზლა მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ადგილს იკავედა, ხოლო 2018 წლის აპრილიდან – სექტემბრამდე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ.

Facebook Comments

ახალი დადებული