რუსეთში კანონიერმა ქურდმა თავი მოიკლა

პერმის ოლქში, სოფელ ვსესვიატსკაიას გამოსასწორებელ კოლონიაში კანონიერმა ქურდმა, კრიმინალურ წრეებში ვაგონის სახელით ცნობილმა ვლადიმერ ვაგინმა თავი მოიკლა, ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ იუწყება.

გავრცელებული ცნობით, 54 წლის კრიმინალური ავტორიტეტის ცხედარი საღამოს, საკანში იქნა ნაპოვნი. მრავალჯერ ნასამართლევი კალინინგრადის მკვიდრი, კანონიერი ქურდის ტიტულს 1995 წლიდან ატარებდა. ისეთ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად, როგორიცაა იური პიჩუგინი (პიჩუგა) და ვასილი ხრისტოფოროვი (ვოსკრესი) ვაგონი ითვლებოდა პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი მთავარი კანონიერი ქურდის, ასლან უსოიანის (დედ ხასანი) სლავური დანაყოფის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად. 2013 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ ვაგონი „საძმოს წრის“ სიაში შეიყვანა, – ჰიპოთეთური კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს რუსეთის კანონიერ ქურდებს და მათთან დაახლოებულ პირებს (მათ შორის მომღერალი გრიგორი ლეფსიც კი მოხვდა).

„ 10 ნასამართლობიდან ბოლო, 7,5 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, ვაგინს 2016 წელს მიესაჯა პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც იმ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. 2009 წლის მარტში ნიჟნი ნოვგოროდში ვაგონმა შსს-ს აკადემიის კურსანტი დაჭრა კაფე „სოხოში“,-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. როდესაც ვაგინმა შეიტყო, რომ დაჭრილი პოლიციელი იყო, დუბაიში გაიქცა, თუმცა 2014 წელს მისი ექსტრადირება მოხდა და თავიდან 1წელი და 7 თვე პატიმრობა მიესაჯა, თუმცა პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა და ვაგინს 7,5 წელი მიუსაჯეს

Facebook Comments

ახალი დადებული