ავსტრალიაში ტურისტებზე თავდასხმის გამო ორი ზვიგენი მოკლეს

ავსტრალიაში მოკლეს ზვიგენები, რომლებიც დიდი ბარიერული რიფის მიმდებარედ, 24 საათის განმავლობაში, ორ ადამიანს დაესხნენ თავს. ამის შესახებ Sky News-ი წერს.

12 წლის გოგო და 46 წლის ქალი ზვიგენებმა მაშინ დაკბინეს, როცა ქუინსლენდის სანაპიროზე ცურავდნენ.

მტაცებლების დასაჭერად სპეციალური ხაფანგები, – დიდი ზომის ანკესები გამოიყენეს.

ერთ-ერთი ზვიგენის სიგრძე 3.3 მეტრსაც კი აღემატებოდა.

ზვიგენების დასაჭერი ხაფანგები სანაპიროზე ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

Facebook Comments

ახალი დადებული