“არ მაქვს ის განცდა, რომ ზაზა სარალიძე იჩაგრება”

კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “პირველი”-ს გადაცემა “პირველებში” სტუმრობისას ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

“ზაზა სარალიძის შემთხვევაზე გამიჩნდა ძალიან დიდი განცდა, რომ მან შვილი დაკარგა, მაგრამ განცდა, რომ ზაზა სარალიძე იჩაგრება მე არ მაქვს, იმიტომ, რომ არცერთ საქმეზე, ამდენი ქმედება არ ყოფილა, არცერთ საქმეზე არ შექმნილა კომისია. შესაძლოა სიმართლეს ვერ მიაკვლია ვერც გამოძიებამ და ვერც კომისიამ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სარალიძე დაიჩაგრა”– განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული