თურქეთში დაშავებული ქართველი მოქალაქეების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდი ამ დრომდე ხოფისა და არხავის საავადმყოფოში რჩება.

აჭარის ჯანდაცვის მისნიტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი, პირადი სურვილით, გაწერილია საავადმყოფოებიდან, ხოლო შვიდი მოქალაქე, სამედიცინო დაკვირვების მიზნით რჩება საავადმყოფოებში.

„საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდა, საკუთარი სურვილით დაბრუნდა საქართველოში. არცერთი მოქალაქის მდგომარეობა საგანგაშო არაა“,- განაცხადა მიქელაძემ

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად, საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა.

Facebook Comments

ახალი დადებული