ნანა ქომეთიანი-ქართველ გოგონას მოხუცმა, უზარმაზრი მემკვიდრეობა დაუტოვა

,,ღმერთო დღეს რა სასიამოვნო ამბავი გავიგე . რა ბედნიერი და კმაყოფილი ვარ .ვამაყობ რომ ქართველი გახლავართ. ერთერთ ქართველ გოგონას მადლიერმა მოხუცმა უზარმაზრი მემკვიდრეობა დაუტოვაეს გოგონა საქართველოს ერთერთი უღარიბესი სოფლიდანაა და როგორც ყველა ჩვენგანი უმუშევრობამ, გაჭირვებამ, სასოწარკვეთამ გადმოხვეწა უცხოეთში.

მრავალი წელი უვლიდა უსინათლო პაპას სხვა გოგონებთან ერთად .სულ სამი იყვნენ .ორი გოგონა ბულგარეთიდან ყოფილა . დღეგამოშვებით დადიოდნენ სამსახურში . მოხუცს საკმაოდ უცნაური ახირებები ჰქონია . თურმე ყოველდღე ახალ-ახალ სამოს ითხოვდა .არაფრით წინა დღის ტანსაცმელს არ იკარებდაო .

მდიდრებს რას გაუგებ .უცნაურები არიანო ამბობდნენ . სიმართლე ანდერძის გახსნის შემდეგ გაირკვა. ამონაწერი ანდერძიდან: ” დიდი მადლობა ჩემო ანგელა ,ინგა და მარია (გოგონების სახელებია) ამდენი წელი რომ მემსახურეთ , თუმცა ინგა თქვენს შორის ყველაზე პატიოსანი და ერთგული გახლდათ . ყოველთვის ვიცოდი რომ საქართველოდან პატიოსანი ,თბილი და ერთგული ადამიანები გამოდიოდნენ . ინგამ ეს დამიმტკიცა .ვაღმერთებ ქართველებს . ჩემო კარგებო ყოველ დილით ახალ სამოსს იმიტომ გთხოვდით ,რომ ჯიბეში 50 -ს ხან 100 ევროს განგებ ვტოვებდი . ანგელას და მარიას არასოდეს ” გაუმხელია ” აი ინგა კი…..მადლობა შენს მშობლებს ჩემო გოგონა .მადლობა იმ ქვეყანას ,სადაც შენნაირ ხალხს ზრდიან. შენ ღირსი ხარ ჩემი მემკვიდრე გახდე. დიდი ბედნიერებაა იმის შეგრძნება ,რომ არსებობენ ასეთი სანდო და კეთილშობილი ადამიანები ამ სამყაროში .კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა “- წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ნანა ქომეთიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული