ნატალია ანდრეიჩენკო – ორმა კაცმა გამაუპატიურა, მათ შემდგომ ცხოვრებაზე ყველაფერი ვიცი

მაქსიმილიან შელის ყოფილი მეუღლე, ცნობილი რუსი მსახიობი ნატალია ანდრეიჩენკო, რომელმაც სახელი გაითქვა მერი პოპინსის როლის შესრულებით,  აცხადებს, რომ 44 წლის წინ, 19 წლის ასაკში ორმა მამაკაცმა გააუპატიურა, რომელთა შემდგომ ცხოვრებას ის თვალყურს ადევნებდა. ამის შესახებ მსახიობმა ერთ-ერთი სატელევიოზიო გადაცემის დროს, ტელეკომპანია „ენტევეს“ ეთერში მოყვა.

ნატალია ანდრეიჩენკოს თქმით, მისი გაუპატიურება ჯერ ტაქსისტმა სცადა, მაგრამ  მან ავტომობილის შუშის ჩამტვრევა მოახერხა, რის შემდეგაც დაინახა ორი მამაკაცი, რომლებიც მისკენ საშველად მორბოდნენ. ტაქსის მძღოლი მიიმალა, შემდეგ კი „გადამრჩენებმა“ შოკირებული მსხვერპლის უსუსურობით ისარგებლეს.

„უკვე მივდიოდით და ერთადერთი, რაც ვიცი, იყო საშინელი დარტყმა უკნიდან, თავში. მე წავიქეცი, თვალებს ხან ვხუჭავდი, ხან ვახელდი და ამ მომენტში რაღაც საშინელება დაიწყო. ეს ადამიანები ცხოველურად მცემდნენ“,-განაცხადა მან და აღიარა, რომ გააუპატიურეს. მოგვიანებით, ანდრეიჩენკომ მოძალადეები ამოიცნო. მათ 18-18 წელი მიუსაჯეს. თუმცა მსახიობის თქმით, ამ ადამიანების შემდგომ ცხოვრებას ის თვალყურს ადევნებდა.

ერთ-ერთი დაკავებული, ანდრეი რაზანცევი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კიდევ ორჯერ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, არასდროს უმუშავია, ცხოვრობდა მშობლებთან. ახლა მის სახლში დისშვილი ცხოვრობს და ამბობს, რომ ის მკვდარია და ყველა პრობლემა თან გაიყოლა.

მეორე მოძალადე ვლადიმერ აკულოვი ციხეში კარგად იქცეოდა და ამის გამო, 18-ის ნაცვლად 10 წელი იჯდა. არასდროს დაუმალავს, რატომ დააპატიმრეს, მისი მეუღლის თქმით, ჩადენილი მოინანია და სანიმუშო ქმარი იყო. მოგვიანებით, კიბო აღმოაჩნდა და მალევე გარდაიცვალა.

თავად ანდრეიჩენკომ სტუდიაში განაცხადა, რომ არა მხოლოდ აპატია დამნაშავეებს, არამედ არასდოს უსაუბრია მათზე. „ეს ამბავი დავიწყებას მივეცი, რატომ გადავწყვიტე ახლა მოყოლა? უბრალოდ, მინდოდა სხვებისთვის მეთქვა : „ძვირფასებო, საყვარლებო, არაფერია ისეთი, რასაც ვერ გაუძლებთ. არაფერია ისეთი, რისი პატიებაც არ შეიძლება, ამასთან, ყოველთვის შეგიძლიათ დარჩეთ ღირსეულ, ლამაზ, ბედნიერ ადამიანად“

 

Facebook Comments

ახალი დადებული