რუსი მამაკაცი საომარ მოქმედებებს საუკუნის მეოთხედი ემალებოდა

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში, დახურულ ქალაქ ზელენოგორსკში პოლიციამ ადგილობრივი მცხოვრები იპოვა, რომელიც 1994 წლიდან დეზერტირად ითვლებოდა და ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცველებს ემალებოდა.

47 წლის მამაკაცმა თვითონ მიმართა საგამოძიებო განყოფილებას მას შემდეგ, რაც ნათესავების მეშვეობით აუხსნეს, რომ აუცილებელი იყო გამოცხადება და საკუთარი თავის ლეგალიზება. დეზერტირმა დანაშაული აღიარა, ხანდაზმულობის გამო კი მის წინააღმდეგ საქმე შეწყდა.

პოლიციაში აღნიშნეს, რომ მოქალაქე ადგილმდებარეობას მუდმივად იცვლიდა, მისი ძებნის საქმე კი არაერთხელ შეწყდა და განახლდა. გავრცელებული ცნობით, მამაკაცი სამხედრო სავალდებულო სამსახურს 1994 წელს ზელენოგორსკის სამხედრო ნაწილში იხდიდა, საიდანაც იმავე წლის ივლისში გაიქცა, რითაც თავი აარიდა საომარ მოქმედებებს ჩეჩნეთში, ცხინვალსა და სხვა რეგიონებში. რუსული კანონმდებლობით დეზერტირობა 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული