ირაკლი გოგავა -ვიქტორ იუშჩენკოს სახლში ქართული თონე აქვს

საქართველოს განვითარების ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გოგავა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს აგარაკზე გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს :

„სტუმრად აგარაკზე უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან. ლეგენდარული ლიდერი, რომელმაც მმართველობის პირველ ოთხ წელიწადში უკრაინის ეკონომიკა სამჯერ გაზარდა. 2004 – $67მლრდ 2008 – $188მლრდ“.

როგორც ირაკლი გოგავამ „ინფო ფოსტალიონთან“ საუბარში აღნიშნა, იუშჩენკო სტუმრებს ქართული სუფრით დახვდა. მისივე თქმით, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა აგარაკზე ქართული თონე აიშენა, სადაც ქართული შოთები და ლავაშები ცხვება.

Facebook Comments

ახალი დადებული