ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში ზღვამ 39 წლის კაცის ცხედარი გამორიყა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, კაცი გუშინ მდინარე ჭოროხში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა.

ცხედარი ზღვამ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

გამოძიება სსკ-115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული