თვის ბოლომდე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

საქართველოში 25 სექტემბერს დღის ბოლოდან – 28 სექტემბრამდე მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

26 – 27 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში 25 – 26 სექტემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 27 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

26 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო – დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს +27, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 26 – 27 სექტემბერს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

Facebook Comments

ახალი დადებული