მონიკა ბელუჩი დომენიკო დოლჩეს 60 წლის იუბილეზე

მიუხედავად იმისა, რომ დომენიკო დოლჩეს დაბადების დღე 13 აგვისტოს იყო, დიზაინერმა თავისი 60 წლის აღსანიშნავ წვეულებაზე მეგობრები მოგვიანებით, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, საკუთარი ბრენდის ჩვენების შემდეგ მიიწვია.

საღამოს მთავარი სტუმარი დიზაინერის დიდი ხნის მეგობარი და Dolce&Gabbana-ს სახე მონიკა ბელუჩი იყო, რომელიც კამერების წინ თავის საყვარელ შავ ფერებში გამოწყობილი გამოჩნდა.

.  

მონიკა ბელუჩიმ, რომელსაც კვირას 54 წელი შეუსრულდება, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, Dolce&Gabbana-ს კოლექციის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა. პოდიუმზე ის  კოპლებიანი სამოსით გამოჩნდა და ჩვენების სენსაციად იქცა. ბევრმა ჩათვალა, რომ ახალგაზრდა მოდელების ფონზე, ბელუჩიმ თავისი მიმზიდველობა დაკარგა, თუმცა ბევრის აზრით, ასაკის მიუხედავად ის მაინც მსოფლიოში ულამაზეს ქალად ითვლება.

Facebook Comments

ახალი დადებული