ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 1 ნოემბრიდან ამოქმედდება

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი რეგულაციები 2018 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. საუბარია ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც კომერციულ ბანკებს უწესდებათ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხები კლიენტის გადახდისუნარიანონის შესწავლის საფუძველზე უნდა გასცენ.

“გარდა ამისა, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტები არ უნდა აჭარბებდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ნორმებს. აღნიშნული ნორმები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რისი მიზანიც, თავის მხრივ, ფინანსური სისტემის მაღალი დოლარიზაციით გამოწვეული სისტემური რისკების შემცირებაა”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის რეგულაციები 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

Facebook Comments

ახალი დადებული