ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფარში მგელმა გვირაბი გაიყვანა და გაიპარა

„დღეს დილით ცხვარიჭამიის ნაკრძალი-თავშესაფრიდან ელექტრო ღობის ქვეშ მგელმა , რომელიც ორი დღის უკან ყაზბეგის რაიონის სოფელი კობიდან გარემოს დაცვის სამინისტრომ მოგვიყვანა , გვირაბი გაიყვანა და გაიპარა.”,- ამის შესახებ ინფორმაცია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის  Facebook-გვერდზე გუშინ გამოაქვეყნეს.

„მგელს სახელად სერი ქვია. ის ადამიანთან კომუნიკაციაში არ შედის და არც თავს ესხმის. სავარაუდოდ საბუდარას ტყეში არ გაჩერდება , რადგან მისი ასაკიდან გამომდინარე (1,4 წელი)ეცდება მეწყვილეს პოვნას.
თუ სადმე შეამჩნიეთ მაშინვე დარეკეთ გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე 153 ან 
555 38 33 66 სოსო “, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული