ლელა ანჯაფარიძე-გავიდა ასე ეკონომიურად ორი კვირა და რეკავს ტელეფონი..

,,ზურიკო და მოულოდნელი სუფრა…

ერთხელ ზურიკო მორიგ გასტროლებზე იყო წასული და მე ალე ბებიასთან გადავედი და ორივე სულმოუთმენლად ველოდით… ეკონომიურად ვცხოვრობდით…ანუ უბრალოდ სადილებს ვაკეთებდით და ალექსანდრა ისვენებდა, იმიტომ რომ, როცა ზურიკო თბილისში იყო, სულ სუფრების გაშლა უწევდა…

გავიდა ასე ეკონომიურად ორი კვირა და რეკავს ტელეფონი და ზურიკო ალეს ეუბნება”მოულოდნელად ჩამოვედიო…4 სტუმარი მყავსო და 2 დამხვედრი… გავივლით ოპერაში და ასე 3 საათში მოვალთო…სუფრა დაგვახვედრეო…
ვინც ალექსანდრა ბარათაშვილს იცნობდა, დამიჯერებს, რომ 2 საათში 41 კვადრატულ ზალაში იყო სუფრა გაშლილი 15 კაცზე, თავის ბაჟეებითა და იმერული ხაჭაპურებით და ასე შემდეგ…ველოდებით ზურიკოს…

3 საათში, როგორც დაგვპირდა გვირეკავს და გვეუბნება :”მე ერთ კვირაში ჩამოვდივარო, მაგრამ თქვენი ხასიათი რომ ვიციო, საკუთარ თავს არაფერს არ გაუმზადებდითო და ახლა დაჯექით და გემრიელად მიირთვითო!” წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მომღერალ ზურაბ ანჯაფარიძის ქალიშვილი-ლელა ანჯაფარიძე

Facebook Comments

ახალი დადებული