ავსტრალიაში გაბრაზებული არწივი პატარა ბიჭის გატაცებას შეეცადა

ავსტრალიის Alice Springs Desert Park-ში  მახვილკუდიანი არწივი პატარა ბიჭის გატაცებას შეეცადა.

BBC News-ის ინფორმაციით, პარკში პოპულარული ველური შოუს მიმდინარეობის დროს არწივმა სცადა ბიჭი ჰაერში აეყვანა. როგორც სააგენტო წერს, მიმდებარედ მყოფი ხალხი გაოგნებული შესცქეროდა მომხდარს. მომსწრეები განმარტავენ, რომ ფრინველი “შეეცადა პატარა ცხოველივით აეყვანა ბიჭი“.

BBC News-ი ამ ფაქტის მომსწრეს, კრისტინ ო’კონელს ესაუბრა, რომელმაც თავდასხმის რამდენიმე ფოტო გადაიღო და ერთ-ერთი ფოტო ინსტაგრამზეც კი გამოაქვეყნა მცირე ინფორმაციით, რასაც ის შეესწრო: „გადავწყვიტეთ Alice Springs-ის პარკში ფრინველების შოუს სანახავად წავსულიყავით. პატარა ბიჭი თავის ელვას ზემოთ-ქვემოთ წევდა. რატომღაც არწივს ეს არ მოეწონა, პირდაპირ ბიჭისკენ გაფრინდა და თავს დაესხა მას. შოუ მომენტალურად შეწყდა და ბიჭი პირველადი დახმარების გასაწევად წაიყვანეს. ეს არწივები უზარმაზარები არიან, ასე, რომ ბიჭს ძალიან გაუმართლა”.

ინფორმაციით, რომელიც BBC News-მა გაავრცელა, ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ 6-დან რვა წლამდე ასაკისაა, საავადმყოფოში გადაიყვანეს მცირე დაზიანებების სამკურნალოდ, მათ შორის “სახეზე ზედაპირული ჭრილობით.”

პარკმა  განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც NT News-მა მიმართა მათ ინციდენტთან დაკავშირებით.

“ინციდენტი Alice Springs Desert პარკში მოხდა, სადაც არწივმა იქ მყოფი ხალხის ერთ-ერთ წევრთან კონტაქტი დაამყარა. ამ ინციდენტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საფუძვლიანი გამოძიება, ხოლო არწივი მოხსნილია შოუდან, სანამ გამოძიება მიმდინარეობს “,-ნათქვამია განცხადებაში.

რამდენადაც ბუნება გამაოგნებლად ლამაზია, იმავდროულად, მრავალი პოტენციური საფრთხის შემქმნელი შეიძლება იყოს.

 

Facebook Comments

ახალი დადებული