ბრაზილიაში 3 დღის ბავშვი მორიელმა დაკბინა

ბრაზილიაში ახალდაბადებული ბავშვი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მორიელის ნაკბენებს გადაურჩა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

შემთხვევა ბაიას შტატში მოხდა. 25 წლის ფერნანდა ფერერიამ 3 დღის შვილი სოფია აბანავა და საფენები გამოუცვალა. მან მორიელი Leiurus quinquestriatus-ი ვერ შეამჩნია, რომელიც ბავშვს საფენებში შეუძვრა.

ამის შემდეგ ახალშობილს კრუნჩხვები დაეწყო. დედამ ის მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა. როდესაც ექიმებმა მას საფენები გაუხსნეს, იქ მორიელი აღმოაჩინეს, რომელმაც ბავშვს 7-ჯერ უკბინა.

პატარას შხამსაწინააღმდეგო წამლის 6 დოზა გაუკეთეს. მან 3 დღე რეანიმაციაში გაატარა, რის შემდეგაც პალატაში გადაიყვანეს. 3 კვირის შემდეგ სოფია საავადმყოფოდან გაწერეს.

Facebook Comments

ახალი დადებული