რათა შვილო, რა არის ეს გათიშვა და უყურადღებობა. თავიც დაიღუპა, ოჯახიც დაღუპა

,,მობილურში თავჩარგული, ყურები სასმენებით დაცობილი გოგო, განათების ბოძს რომ შეეჯახა-გამეცინა, გაჩერებული მანქანის კაპოტზე რომ გადაწვა-გამეცინა, ,,მარკეტის კართან უძრავ მინას რომ შეასკდა გამეცინა, მაგრამ მატარებელს რომ ჩაუვარდა-კი არ გამეცინა, ტირილი მომგვარა. რათა შვილო, რა არის ეს გათიშვა და უყურადღებობა. თავიც დაიღუპა, ოჯახიც დაღუპა, მემანქანე ცოდვაში ჩააგდო. ამასწინათ მასე “თავჩარგული” გოგონა შუქნიშანზე გადადიოდა, წითელი რომ აინთო რათქმაუნდა ვერ შენიშნა. მივეწიე, ხელკავი გავუყარე და გზაზე გადავარბენინე. ისეთი სახით შემომხედა, ალბათ ჩხუბი უნდა დაეწყო და იმ მომენტში მაღალსიჩქარეზე მომავალმა სასწრაფოს მანქანამ ჩამოიქროლა.

მიმიკით ვანიშნე რა შეიძლება მომხდარიყო, ასე რომ არ მოვქცეულიყავი. ურეაქციო სახით მიყურა, გაბრუნდა და წავიდა. ცოტა ხანში მობრუნდა და გამიღიმა, თან დააყოლა– მადლობთ. გადახარშა.

ფეიქრების ქუჩასთან კი მართლაც სახიფათო გადასასვლელია. მანდ ბევრი ხალხი დაღუპულა და აუცილებელია რკინის ხიდის გაკეთება. მანდ ბევრჯერ მომიწია გადასვლა-გადმოსვლა და ამხელა კაცი სულ კუნტრუშით გადავრბივარ, რომ მოსახვევიდან მოულოდნელად გამოვარდნილმა მატარებელმა არ მიმსხვერპლოს.

მატარებელს გადაასწრებ და შესაძოა გლდანის ხიდების მხრიდან მანქანა ამოვარდეს მაღალ სიჩქარეზე. ალბათ ქალაქის მერიამ უნდა გააკეთოს მანდ გადასასვლელი ხიდი, რადგან ქუჩის იქით მხარეს ხალხიც ცხოვრობს(ძირითადად დევნილები), სხვსდასხვა სამსახურებიც არის. აქეთ მხარეს გზა მეტრო სარაჯიშვილთან ამოდის და უამრავი ხალხი სარგებლობს მაგ გადასასვლელებით. იგივე პრობლემაა ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზეც”-იმე დიანის ფეისბუქ-გვერდიდან

Facebook Comments

ახალი დადებული