საკეისრო კვეთის გაზრდილი რიცხვის გამო სანქციები დაეკისრებათ

საქართველოში საკეისრო კვეთის რაოდენობა ბუნებრივ მშობიარობასთან შედარებით გაიზარდა. 2017 წელს საქართველოში მშობიარობის 44,6% საკეისრო კვეთაზე მოდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

2017 წელს საქართველოში 52660 მშობიარობა დაფიქსირდა, მათგან 23471 შემთხვევაში (რაც 44.6%0-ია) საკეისრო კვეთა გაკეთდა.

ქვეყანაში 2016 წელს 24 461 საკეისრო კვეთა გაკეთდა, რაც მშობიარობათა საერთო რაოდენობის 43.7% იყო.

2018 წლის ივლისში სამშობიარო დაწესებულებებს საკეისრო კვეთის გაზრდილი რიცხვის გამო სანქციები დაეკისრებათ.

2017 წლის 1 მარტიდან სამშობიარო სახლებისა და კლინიკებისთვის სანქციები ამოქმედდა. ეს სანქცია ეკისრება იმ კლინიკებს, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრებოდა, მთავრობის ახალი, 180-ე დადგენილების თანახმად კი სანქციები ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშება.

ჯარიმების ამოქმედებამდე სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობა.

Facebook Comments

ახალი დადებული