რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი დასახელდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ავთო იმედაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საპარტნიორო ფონდი განცხადებას ავრცელებს. ფონდის ცნობით, ავთო იმედაძის გათავისუფლების მიზეზი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევებია.

„საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა, „კლინიკების განვითარების კომპანიამ“ „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) დირექტორის ავთანდილ იმედაძის თანმდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება  მიმდინარე წლის 21 სექტემბერს კლინიკაში შიდა და გარე აუდიტორული კვლევის საფუძველზე გამოვლენილი ფინანსური და სამეურნეო ტიპის დარღვევების გამო მიიღო. ავთანდილ იმედაძის ნაცვლად, სამი თვის ვადით, კლინიკის დირექტორის მოვალეობას პროფესორი ლევან გოფოძე შეასრულებს.

ლევან გოფოძე 30 წელზე მეტია, რაც „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) მოღვაწეობს. არის პრაქტიკოსი ექიმი ქირურგი. აქვს პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის დიდი გამოცდილება. არის სამედიცინო უნივერსიტეტის მოქმედი პროფესორი. ლევან გოფოძე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც კლინიკის პერსონალის, ასევე, კოლეგებსა და აკადემიურ წრეებში,“ – წერია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) გენერალურმა დირექტორმა ავთო იმედაძემ თანამდებობა 24 სექტემბერს დატოვა.

Facebook Comments

ახალი დადებული