ზაზა სარალიძეს სამართალდამცველებმა პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას და მის მხარდამჭერებს პარლამენტის შენობასთან მიჰქონდათ კარვები, იქ ასევე უნდა მისულიყო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, თუმცა, როგორც სარალიძე განმარტავს, მას სამართალდამცველებმა კარავი წაართვეს.

,,შემოვარდნენ მანქანაში, მოიტაცეს ყველაფერი – კარავი, ბალიშები. ყველაფერი მოიტაცეს“, განაცხადა სარალიძემ. სარალიძე გეგმებზე კონკრეტულად არ საუბრობს. „დაველოდოთ და გამოჩნდება ყველაფერი, რასაც ვაპირებ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვდებიან ყველაფერს, წინასწარ არაფერს ვამბობ“, – განაცხადა სარალიძემ. ზაზა სარალიძე მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მისი ავტომობილი გააჩერეს და ჩხრეკა აწარმოეს, შეუძლოდ გახდა. მას ადგილზე სასწრაფოს მისვლამდე საპატრულო პოლიცია და რიგითი მოქალაქეები უწევდნენ დახმარებას, სასწრაფოს მისვლის შემდეგ კი სარალიძემ სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.

ზაზა სარალიძე სამართალდამცავებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აქციების შეწყვეტას არ აპირებს. მისივე ინფორმაციით, პოლიციამ მისი ავტომობილიდან კარავი და პირადი ნივთები ამოიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული