თბილისში ავარიას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ავარიის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარედ მოხდა.

თვითმხილეველების თქმით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მგზვარები დაშავდნენ, მცირეწლოვანი ბავშვი კი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს

Facebook Comments

ახალი დადებული