„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე გია თვალავაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსს, გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც მისი ადვოკატი ლალი აფციაური ამბობს, თვალავაძე ბრალს არ აღიარებს. ასევე, საქმეში მტკიცებულება არაა, რომელიც მის დანაშაულს ამტკიცებს. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

ადვოკატი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე მუდმივად შედიოდა შეტყობინებები, წამლების ურეცეპტოდ რეალიზაციაზე და ამ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება ხდებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში აფთიაქების მფლობელები ურეცეპტოდ ყიდდნენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

გამოძიების ცნობით, გია თვალავაძემ „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომლებიც ამ აფთიაქების საქმიანობას შეეხებოდა, რეაგირება არ მოახდინა.

Facebook Comments
%d bloggers like this: