“შესაძლოა ვანო მერაბიშვილი იქნას შეწყალებული”- დიმიტრი ხუნდაძე

„თუ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად დამძიმებულია, ისე, როგორც სხვა შემთხვევაში იქნებოდა სხვა გვარისა და სახელის პატიმარი შეწყალებული, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა ყოფილი მინისტრიც იქნას შეწყალებული. აქ გვარი და სახელი გარკვეულ როლს არ უნდა თამაშობდეს,“ – აცხადებს„რეზონანსთან“ საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკვლეული უნდა იქნას და თუკი მისი მდგომარეობა გაუარესებულია, შესაბამისი ზომების მიღებაა საჭირო.

„ჯერ სწორად უნდა შეფასდეს მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუკი ეს არის რეალურად საფრთხის შემცველი, ყველა ზომა უნდა იქნა მიღებული, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს.

„არსებობს პროცედურები ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, რა დროსაც პრეზიდენტმა შესაძლოა გამოიყენოს შეწყალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი არ დადასტურდა მისი ჯანმრთელობის რეალურად გაუარესება და ის იქნება ამის გამო შეწყალებული, ამ ყველაფერს გამართლება ვერ ექნება,“ – განაცხადა დიმიტრიხუნდაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული