აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავს გამოეხმაურა

თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავს გამოეხმაუარა. სპეციალური განცხადება დიპლომატიური მისიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაიდო.

“დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც 1993 წელს სოხუმში მასობრივ მკვლელობას ემსხვერპლა. დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. ამ ომის შედეგად ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა და ასი ათასობით პირი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულია. 27 სექტემბერს ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს,”- წერია განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული