გაეროს 73-ე სესიაზე მამუკა ბახტაძის გამოსვლის შინაარსი ცნობილია

რამდენიმე საათში ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე სიტყვით მიმართავს. წინასწარაა ცნობილი, რომ ის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრებს.

გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა. პრემიერის სიტყვით გამოსვლას იმედი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მუშაობაში 24 სექტემბრიდან მონაწილეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული