-ირაკლი კობახიძე – ,,სიღარიბე შემცირებულია!”

“2012 წელთან შედარებით სიღარიბე შემცირებულია, თუმცა სიღარიბე კვლავაც 20% რჩება, ეს ნიშნავს იმას, რომ 100 000-ბით ჩვენი მოქალაქე სიღარიბეში ცხოვრობს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში”.

გადაცემის წამყვანმა მას უთხრა, რომ რადგან მას დღეს აქვს დაბადების დღე ამიტომ დაინობს ხალხის ინტერვიუებს არ აჩვენებს.

“ეს ინტერვიუებიც სიყალბის ნაწილია”, – უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ გრიგოლიას, რაზეც გადაცემის წამყვანმა ასე უპასუხა:

“შეურაცხყოფას ნუ მომაყენებთ, თქვენ რა იცით რა ინტერვიუების გაშვებას ვაპირებთ?” – კობახიძე კი პასუხობს:

“ვიცი, რასაც უშვებთ ხოლმე. ყალბი სურათი იქმნება საზოგადოებაში. გეტყვით მიზეზს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 27% დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოდის. ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა და ჩამოვიდა 800 000-მდე. შესაბამისად ნებისმიერ ტელევიზიას შეუძლია 5 წლის განმავლობაში ჩაწეროს და გაუშვას ეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

Facebook Comments

ახალი დადებული