პოროშენკო-ათასობით წართმეული სიცოცხლე, ნგრევა, გადაადგილება და ადამიანური ტანჯვა..

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მისი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული.

პოროშენკოს თქმით, აღნიშნული მდგომარეობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინელების ყოველდღიურობად იქცა.

„ათასობით წართმეული სიცოცხლე, ნგრევა, გადაადგილება და ადამიანური ტანჯვა. ჩემი თანამემამულეებისთვის ეს წლები გამოცდად იქცა – გაბედულობის, სოლიდარობის, მდგრადობის და რწმენის გამოცდად. არ დაგავიწყდეთ, თუ რა ომია ეს!

უკრაინამ მშვიდობიანი სამყაროსკენ, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობებსა და წესებზეა დაფუძნებული, სვლის სივერენული გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთი კი, უკრაინას ამის გამო სჯის. ის ანგრევს სახლებს. იტყუება. ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს საქართველო და უკრაინა „საკუთარ თავს თავად დაესხნენ“.

ვიცით თუ არა, რუსეთის რომელი მეზობელი „დაესხმება კიდევ საკუთარ თავს“? დარჩება თუ არა მსოფლიო მომავლში „მოხერხებული მდუმარების“ მდგომარეობაში იმ იმედით, რომ „შემდეგი მე არ ვიქნები“? უკრაინა საკუთარ მიწას და თავისუფალ არჩევანს იცავს, ვუპირისპირდებით ნეოიმპერიალისტურ სახელმწიფოს, რომელსაც სურს მსიფლიო ისევ ორად გაყოს – ჩვენ თავისუფალ სამყაროსაც ვიცავთ“,– განაცხადა პოროშენკომ.

Facebook Comments

ახალი დადებული