საქართველოს მიდიების მოშენების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბულგარეთსა და რუმინეთში ორსადგულიანი მოლუსკების მოშენების საერთაშორისო ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.

ტრენინგის მიზანი მარიკულტურის მიმართულების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარება იყო. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიდიების კულტივირების დიდი პოტენციალი აქვს და უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია.

ტრენინგი გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) ეგიდით ჩატარდა. მასში მონაწილეობას თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის წარმომადგენელები იღებდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული