გია თვალავაძე გულზე ჩივილებით ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს.

ბრალდებული გულ-მკერდის არეში ტკივილებს უჩიოდა, რის გამოც ის კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად მოათავსეს.

თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში სტენოკარდიული შეტევით გადაიყვანეს. თუმცა, პენიტენციური სამსახური ამას ვერ ადასტურებს, ვინაიდან, მათი თქმით, დიაგნოზი გამოკვლევების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

Facebook Comments

ახალი დადებული