კრიპტოვალუტა

CNN: ბიტკოინი სავარაუდოდ გაძვირდება

Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი ვარადუობს, რომ უახლოეს პერიოდში ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტის კურსები გაიზრდება. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ ნოვოგრაცის თქმით, ბირჟები და მსხვილი კომპანიები კრიპტოვალუტებს უკვე სერიოზულად აღიქვამენ: “სტარბაქსი და მაიკროსოფტი თქვენ უკვე გაძლევთ ბიტკოინის გამოყენების უფლებას. როგორც ჩანს ბევრი ადამიანისთვის (კრიპტოვალუტა) კომფორტული და მოსახერხებელია”, – აცხადებს ნოვოგრაცი და დასძენს, რომ ამის გამო, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რაოდენობა გაიზრდება

Facebook Comments