ერაყში სილამაზის კონკურსში გამარჯვებული ქალი მოკლეს

მოდელი და ბლოგერი ტარუ ფარესი, რომელმაც სილამაზის კონკურსი „მის ბაღდადი“ მოიგო ერაყის დედაქალაქში მოკლეს. 22 წლის ქალი საავადმყოფოში სამი ნატყვიარით მიიყვანეს. ექიმებმა მას ვერ უშველეს. ინფორმაციას Kurdistan24 ავრცელებს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო. გამოცემა Globo-ს ინფორმაციით, მკვლელობამდე ის მძევლად აიყვანეს.

Instagram-ზე მოდელს 2.6 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა.

ფარესმა სილამაზის კონკურსი 2015 წელს მოიგო.

Kurdistan24-ის ინფორმაციით, ამ შემთხვევამდე ერაყში საიდუმლო ვითარებაში დაიღუპნენ სილამაზის სალონის მესაკუთრე და მოდის ექსპერტი.

Facebook Comments

ახალი დადებული