მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 87 წლისა  გარდაიცვალა.

ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში მუშაობდა, ბოლოს კი „მნათობის“ მთავარი რედაქტორი იყო.

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის: ფრანგულად, ინგლისურად, უკრაინულად, ესპანურად, იტალიურად, ჩეხურად, სლოვაკურად, სერბულად, უნგრულად, ბულგარულად, პოლონურად, თურქულად, სომხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად.

თამაზ ჭილაძის ოჯახში, სიღნაღში ორი ცნობილი ქართველი მწერალი გაიზარდა. მისი ძმა, ოთარ ჭილაძე ნობელის პრემიაზე იყო ნომინირებული ლიტერატურის დარგში.

თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის, სახელმწიფო და რამდენიმე სხვა პრემია.

1996 წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია პიესისათვის „სამოთხის კვარტეტი“. 1999 წელს კი კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა.

თამაზ ჭილაძის პიესებს რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გიგა ლორთქიფანიძე დგამდნენ. „არაბეთის სურნელოვანი ბალახები“ კი სოფიკო ჭიაურელმა დადგა.

Facebook Comments

ახალი დადებული