დები ხაჩატურიანები, რომლებმაც მამა მოკლეს, პატიმრობიდან გაათავისუფლეს 

მოსკოვის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუმსუბუქა დებს, რომლებმაც მამის მკვლელობა აღიარეს. BBC-ს კორესპონდენტის თქმით, გოგონები საპატიმრო დაწესებულებას მალე დატოვებენ, მათ გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ. კერძოდ, ეკრძალებათ სახლიდან 21:00 სთ-ის შემდეგ გასვლა, მობილური კავშირით და ინტერნეტით სარგებლობა, პრესასთან ურთიერთობა და კონტაქტტი გამომძიებლის გარდა სხვა პირებთან.

კრისტინას, ანჟელინას და მათ არასრულწლოვან დას ასევე ეკრძალებათ ერთმანეთთან უერთიერთობა, ამიტომ ისინი სხვადასხვა სახლებში იცხოვრებენ და დედასთან ურთიერთობა მხოლოდ გამომძიებლის ნებართვით ექნებათ.

„სასამართლომდე ისინი სახლში იქნებიან და კონტაქტი ექნებათ დედასთან, რასაც ისინი მამის სიცოცხლეში მოკლებულნი იყვნენ, იმედი მაქვს სასამართლოს ჰუმანურობის“,-განუცხადა BBS-ს ჟურნალისტს საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის ხელმძღვანელმა.

სასამართლო სხდომები დახურული იყო. მოსმენის დროს გამომძიებელმა აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არის მონაცემები უფროსი დის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე მონაცემები, რომლებიც ეხება ინტიმურ სფეროს, მათ შორის სექსუალურს.

აგვისტოს დასაწყისში, დები ხაჩატურიანები მოსკოვში დააკავეს, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად, წინასწარ განზრახვით  ჩადენილი კვლელობა. მუხლი 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

57 წლის მიხაილ ხაჩატურიანის ცხედარი 27 ივლისს, საკუთარი სახლის სადარბაზოში იპოვეს. მალე მისი 19, 18 და 17 წლის ქალიშვილები დააკავეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ გოგონები დიდი ხნის განმავლობაში ტირანი მამის ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. მამა მათ უკრძალავდა დედასთან ურთიერთობას, რომელიც ვაჟიშვილთან ერთად სახლიდან გააგდო.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული