დიდ ბრიტანეთში ღამის კლუბში უცნობი ნივთიერების გაფრქვევისას ხალხი დაშავდა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბორნმუთში ღამის კლუბში უცნობი შემადგენლობის ნივთირების გაფრქვევის გამო ათეულობით ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ღამის კლუბში მყოფები სუნთქვის გაძნელებას, ხველებას და თვალების წვას უჩიოდნენ. ინფორმაციას ინციდენტის შესახებ Daily Mirror-ი ავრცელებს.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ კლუბში სასუნთქი გზების გამაღიზიანებელი ნივთიერება გაუშვეს. პოლიციამ კლუბიდან ყველა ადამიანი გაიყვანა, დაშავებულების ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის, თუმცა გავრცელებული ცნობით, იმ დღეს კლუბში ღონისძიება იყო დაგეგმილი, რომელზე დასასწრებად 3 000 ბილეთი გაიყიდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

Facebook Comments

ახალი დადებული