ესპანეთში ქართველი ფეხბურთელი დაშავდა

გიორგი პაპუნაშვილი დაშავდა, მაგრამ ჯერ უცნობია, რამდენი ხანი ვერ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ეს უსიამოვნო ამბავი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში შეემთხვა. ამის შესახებ 1tv წერს.

პაპუნაშვილის გუნდი, “სარაგოსა” სეგუნდადივიზიონის მე-7 ტურში “ალბასეტეს” ესტუმრა. 22 წლის ქართველი სარაგოსელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შეხვედრის 35-ე წუთზე დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

კლუბის ცნობით, ფეხბურთელმა მარცხენა ფეხის ტერფი დაიზიანა და კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევას ჩაუტარებენ.

მატჩი გუნდმა 2:2 დაასრულა.

Facebook Comments

ახალი დადებული