თალაკვაძემ განმარტა, ვინ არიან ზურაბიშვილის მიერ ნახსენები შავი ძალები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“  ეთერში განაცხადა.

„ადვილი მისახვედრია, რომ სალომე ზურაბიშვილი გულისხმობდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს და ასევე გულისხმობდა დავით ბაქრაძეს, რომელიც ამ კამპანიაში, ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილის სახით გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, ის მონაწილეა იმ შავი პიარის, იმ არაევროპული ყაიდის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არის გაჩაღებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „ტვ პირველის“  ეთერში.

Facebook Comments

ახალი დადებული