იქ ვერც მანქანა გავაჩერე და ვერც ის მოვასწარი რამე მიმეძახა, რაც მოვახერხე ფოტო გადავუღე

,,გუშინ გმირთა მოედანზე ესტაკადაზე მოვდიოდი მანქანით. მოაჯირებზე ისე ლამაზად არის გადმოკიდებული ყვავილებიანი ქოთნები,ყოველთვის გავაპარებ ხოლმე თვალს, სეზონის შესაფერისად შერჩეულ ყვავილებს და დიდ სიამოვნებას განვიცდი.

არც გუშინდელი დღე ყოფილა გამონაკლისი. ჯერ პირველ უცნაურობად ის მომეჩვენა, რომ იქ ფეხით მოსიარულე შევნიშნე, დავაკვირდი და რას ვხედავ,ქალი მოყვება გზას,სათითაოდ თხრის ყვავილებს და ჩანთაში აწყობს.

ღმერთო ჩემო, გამიგია ვიღაცას შიოდა და საჭმელი მოიპარა,ან ვიღაცამ იმიტომ მოიპარა სახლში მშიერი ბავშვები ელოდებოდაო.

არა, რა საკვირველია ქურდობას გამართლება არანაირად არა აქვს, მაგრამ, ვინმე ამიხსნის, ყვავილი რატომ უნდა მოიპარო? თუ ყიდვის საშუალება არა გაქვს, აუცილებელია რომ გქონდეს? ესეც ხომ საკვები არ არის, ურომლისოდაც ვერ გაძლებ?

იქ ვერც მანქანა გავაჩერე და ვერც ის მოვასწარი რამე მიმეძახა ამ ურცხვი  ქალისთვის, ერთადერთი რაც მოვახერხე ფოტო გადავუღე.
ვიცი პასუხს არავინ მოსთხოვს, მაგრამ იქნებ შერცხვეს მაინც, თუ ვინმემ ამოიცნო ამ ფოტოზე.”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი სოციალურ ქსელში. 

Facebook Comments

ახალი დადებული